„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, #IBSU ს ასოცირებული პროფ. გიორგი წანაწყენიშვილი პოლონეთში, ქ. ბიდგოშჩის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, #IBSU ს ასოცირებული პროფ. გიორგი წანაწყენიშვილი პოლონეთში, ქ. ბიდგოშჩის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ბ-ნმა გიორგიმ ლექციაც წაიკითხა ისტორიული ქალაქის ურბანული და არქიტექტურულ-გეგმარებითი ტრანსფორმაციის შესახებ თბილისის მაგალითზე.
ვიზიტის დროს ბ-ნი გიორგი შეხვდა არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. კერძოდ, არქიტექტურის დოქტორებს პიოტრ ბრზეზინსკისსა და ალექსანდრ ფურმანეკს და არქიტექტურის მაგისტრ დავიდ ფიშერს.
შეხვედრების დროს განიხილეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
გიორგი წანაწყენიშვილი ასევე შეხვდა IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტ ლიკა ბარნაბიშვილს, რომელიც ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტში “ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტი დასრულდა ექსკურსიებით ქალაქ გდანსკსა და თორუნში.