ელენე ბენდელიანი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი მონაწილეობს ის Polytechnic Institute of Bragança Erasmus+გაცვლით პროგრამაში.
“გამარჯობა. მე ვარ ელენე ბენდელიანი. ვსწავლობ ერაზმუს + ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში, სადაც ყოველდღე ძალიან პოზიტიურ გამოცდილებას ვიღებ. ყველა საოცრად მეგობრული და კეთილგანწყობილია. პროფესორები მუდმივად მზად არიან დახმარებისთვის. უკვე შევიძინე ახალი მეგობრები ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
ძალიან ბევრს ვსწავლობ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან, რადგან მათი საგანმანათლებლო სისტემა და სწავლის მეთოდები განსხვავებულია. მართლაც საინტერესო იყო ჩვენი გამოცდილების და მიღწევების ურთიერთგაზიარება.
ბრაგანცა საერთაშორისო სტუდენტების შეკრების ადგილია, რომელიც გამორჩეულია ყოველდღიური მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქ ყოველთვის ხდება რაღაც საინტერესო და გასართობი.
დარწმუნებული ვარ, აქ მიღებული გამოცდილება ჩემს ცხოვრებას შეცვლის.”