გერმნელმა პროფესორებმა იბსუ-ს სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის ცვიკაუს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა – ქრისტიან ბრაუვეილერმა და სვენ ჰელბახმა ლექცია ჩაატარა.
ლექციაზე, რომელიც უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის ონლაინ ჩატარდა, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი და გამოწევევები კომუნიკაციაში.
სპიკერების შესახებ:
დოქ. კრისტიან ბრაუვეილერი არის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი, მნეჯერული ბუღალტერიის და შიდა აუდიტის მიმართულებით.
დოქ. სვენ ჰელბახი არის კომპიუტერული მეცნიერების/ინტელექტუალური სისტემების პროფესორი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცვიკაუს უნივერსიტეტთან 2015 წლიდან თანამშრომლობს.