განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა Eötvös Loránd University-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში.
“ჯ.ქ. როულინგმა ერთხელ თქვა, რომ სამყარო სავსეა მშვენიერებით, რომელიც ჯერ არ გვინახავს. ჩვენ კი არასდროს უნდა გავუშვათ მათი ნახვის შესაძლებლობა. ალბათ ეს ფრაზა დამეხმარა შიშის დასამარცხებლად, ვინაიდან ყველამ ვიცით, თუ როგორი რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობის აღება, რასაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ჰქვია. ამ დროს არა მარტო შენი თავის და ცოდნის წარდგენა გიწევს, არამედ შენი უნივერსიტეტისა და ქვეყნის.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შევიტყვე გაცვლითი პროგრამის კონკურსზე. მაშინვე გადავაგზავნე მოთხოვნილი დოკუმენტები, როგორიც არის რეზიუმე, დახასიათება, ნიშნების ფურცელი და სამოტივაციო წერილი. გადავედი მეორე ტურში და აქ უკვე მქონდა გასაუბრება, რაც რთული არ ყოფილა.
და ასე შემარჩიეს პროგრამაზე, ამას კი მოჰყვა საბუთების მოკრება საელჩოსთვის. ვიზის მიღებისთანავე შევიძინე ბილეთები და ასე გავემგზავრე 28 აგვისტოს ახალ თავგადასავლში. ლექციების დაწყებამდე ტური მოგვიწყვეს ქალაქში. აქ გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებთანაც მთელი ამ დროის მანძილზე სასიამოვნო დროს ვატარებ. ერთად აღვნიშნეთ ჰელოუინი და მოვაწყეთ საერთაშორისო სამზარეულოს დღე.
ლექტორები, მუდამ მზად არიან თითოეული სტუდენტის დასახმარებლად. სასწავლო პროცესი კი ამაღელვებლად საინტერესოა. გამორჩეულად დამამახსოვრდა ლიტერატურის კურსი, რომლის დროსაც განვიხილავდით სხვადასხვა ნაწარმოებს. ეს კი ძველ დროში მოგზაურობას უფრო წააგავს, ვიდრე სასწავლო პროცესს.
ამ გაცვლითი პროგრამის დროს ნამდვილად დასაფასებელია უნივერსიტეტის წვლილი. იბსუ-ს ინგლისურ სექტორზე სწავლა დამეხმარა ჩემი მაქსიმუმი წარმოჩენაში, რომ ეს სემესტრი უმაღლეს ქულებზე დამეხურა. ძალიან დიდი მადლობას ვუხდი მთლიან უნივერსიტეტს და თითოეულ ლექტორს, რადგან ეს შანსი მომცეს.
აბიტურიენტებს კი მინდა ვურჩიო აირჩიონ იბსუ, ვინაიდან ეს უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს განათლება მიიღოს წამყვანი ლექტორებისგან. ასევე თითოეულ აბიტურიენტსა და სტუდენტს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად ღირს მონაწილეობა გაცვლითი პროგრამაში და მეტიც ერთ-ერთი საუკეთესო რამაა სტუდენტურ ცხოვრებაში, რაც საკუთარის თავის განვითარებაში გვეხმარება.”