განათლების კონფერენცია – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები”
აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა განათლების კონფერენციას თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც 17 ამერიკელი ექსპერტი მონაწილეობდა.
კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ევენ ქალიმ, ხოლო მთავარი მომხსენებლი იყო აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფისის დირექტორი ჯონ სილვერი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და კონფერენციის თანაორგანიზატორმა ეკატერინე ფიფიამ.
კონფერენციის შემდგომ გაიმართა ვორქშოპები, რომლებიც ეხებოდა აკადემიური წერის სწავლების სტრატეგიებს, ChatGPT-ის გამოყენებას სწავლების პროცესში, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ინგლისური ენის სწავლებაში, ინგლისური ენის როლს მედია წიგნიერებაში და ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.




