გამოიცა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა.

კონფერენციაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.  აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  11 სექცია მუშაობდა, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები.

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა.

კრებული იხილეთ აქ