ბადრი თათარაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი, მონაწილეობდა პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში.
ჩემი სახელია ბადრი თათარაშვილი.ვსწავლობ მეორე კურსზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. დავამთავრე დუშეთის # 1 საჯარო სკოლა ოქროს მედლით და ასევე მთავრობის 50% გრანტით ვსარგებლობ.ამჟამად ვსწავლობ ლოძის უნივერსიტეტში პოლონეთში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ჩემი ცხოვრება ლოძის უნივერსიტეტში ძალიან კარგად დაიწყო. გარემო ძალიან მეგობრულია და ლექტორები მზად არიან დასახმარებლად ნებისმიერ სიტუაციაში. აღჭურვილობა ასევე თანამედროვეა და ძალიან კარგად მუშაობს . ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნება ჩვენს ჯგუფებში და ვხვდებით ახალ ხალხს მთელს მსოფლიოდან. საერთო საცხოვრებელი თანამედროვეა და აქ ყველაფერი გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ პერსონალი არ საუბრობს ინგლისურად.აქ სწავლა არ არის რთული, რადგან ლექტორები ძალიან მკაფიოდ და გასაგებად ხსნიან ყველაფერს. ჩვენ გვაქვს SIS- ის მსგავსი პლატფორმა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას აწვდის არა მხოლოდ ცხრილის შესახებ, არამედ ლექტორების, კურსების, სტუდენტებისა და ნიშნების შესახებ.. ერთადერთი სირთულე გვქონდა საგნების არჩევის დროს, მაგრამ ISO ჯგუფი დაგვეხმარა პრობლემის მოგვარებაში.
პირველი განსხვავება, რაც მე მინდა აღვნიშნო,არის რომ ჩვენ არ გვაქვს შუალედური გამოცდები. მეორეს მხრივ, კლასები ორ ნაწილად იყოფა: ლექცია და ლაბორატორიული, რომელიც სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა ლექტორების მიერ ტარდება. ძირითადად, ქულები ლაბორატორიასა და ლექციას შორის თანაბრად ნაწილდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია ლექტორებზე. მომავალ გაცვლით სტუდენტებს მინდა ვუთხრა დასაწყისში შეიძლება, რთული ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის. ასე რომ არ შეგეშინდეთ რამე და მზად იყოთ სრულიად ახალი და შესანიშნავი გამოცდილებისთვის.”