აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის შეხვედრა გამართა

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით,  აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თათა თოდრიამ IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Fulbright Visiting Scholars Program, Hubert H. Humphrey Fellowship Program, Fulbright TEA, FFDP, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, მოწვეულმა სპიკერმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.