ამერიკელი პროფესორის ჯუდით ელიოტის სემინარი IBSU-ში

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორის, ჯუდით ელიოტის სემინარი გაიმართა.  შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე “რეფლექსია სადოქტორო კვლევის ჩატარების პროცესსა და პროცედურებზე”.

 მომხსენებელი, ჯუდით ელიოტი, განათლების მეცნიერებების დოქტორია კოგნიტურ განვითარებასა და განათლების სოციალურ კვლევებში. სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.