შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, დოქტორი ნათელა დოღონაძე ეწვია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს (UniWA) ათენში, საბერძნეთი #Erasmus + პერსონალის მობილობისა და ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში. პროფესორი ნათელა დოღონაძე დაესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეცნიერების მეოთხე საერთაშორისო კვირეულის ინაუგურაციის ცერემონიას 11 ქვეყნის (ალბანეთი, საქართველო, საბერძნეთი, კენია, მოლდოვა, მონტენეგრო, უგანდა, უკრაინა და სხვ.) მონაწილეობით. მონაწილეებს მიესალმა დასავლეთ-ატიკის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი პანაიოტის კალდისი, Erasmus+ ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორი ევმორფია ზაფირი და Erasmus+/ICM პროგრამის მობილობის კოორდინატორი ქალბატონი ფანი პაპუცი. მონაწილეები დაესწრნენ მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორების სამ პრეზენტაციას, რომელიც ეძღვნებოდა განათლებაში ინკლუზიისა და თანასწორობის გამოყენებითი პრაქტიკის თემებს. მეორე დღეს მათ მოჰყვა კიდევ სამი პრეზენტაცია UniWA-ს პროფესორების მიერ და მრგვალი მაგიდის დისკუსიები შემდეგ თემებზე: ინკლუზიური სასწავლო გარემო (მოდერატორი სოფია ასონიტუ), ინკლუზიური შეფასება (მარია რაგოუსი და კოსმას კავვადიასი), კულტურული და ენობრივი კომპეტენცია (კონსტანტინოს პეტროგიანისი), სწავლის სირთულეები (ანასტასია კანელუ), გენდერული საკითხები (სტელიოს მიტილინეოსი) და ეიჯიზმი (ასაკობრივი დისკრიმინაცია) (პანაიოტის ჯანაკოპულოსი). პროფესორი დოღონაძე ჩართული იყო გენდერული საკითხების სადისკუსიო ჯგუფში. სესიებისა და დისკუსიების პარალელურად, პროფ. დოღონაძემ ჩაატარა ორი ლექცია თემაზე: „ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლის მოტივაცია“ და „რატომ არის საჭირო კვლევა განათლებაში?“ ლექციები ჩაუტარდა ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის დეპარტამენტის დოქტორანტებს. IBSU-ს…