დემეტრე ნადირაძემ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისაში.
რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის პროგრამები საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც სურთ, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები მრავალფეროვან და ინტელექტუალურად მასტიმულირებელ გარემოში.
საზაფხულო სკოლის – ‘Baxter Robot Revival by Deep Learning Application’ პერიოდში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან და ნიჭიერ სტუდენტებთან. მათი დახმარებით შევძელი სხვადასხვა კომპლექსურ და აქტუალურ თემებებზე მუშაობა, მათ შორის მანქანათმცოდნეობაზე (ML).
სპეციალიზებული პროგრამის, როგორიც იყო ‘Baxter Robot Revival by Deep Learning Application’ ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ სხვა მონაწილეები მაღალკვალიფიციურები არიან და დაინტერესებულნი არიან თავიანთი გამოცდილების გაზიარებით. ჩვენი გამოცდილების გაზიარებამ ახალგაზრდებთან მთელი მსოფლიოდან დაგვეხმარა სწავლების გაძლიერებაში და მსოფლმხედველობის გაფართოებაში.
საზაფხულო სკოლაში მიღებულ ცოდნას დღესაც აქტიურად ვიყენებ სწავლასა და კარიერაში. ამიტომ, გირჩევთ, მონაწილეობა მიიღოთ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, რადგან ის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას განვითარებისათვის.