შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კონფერენციას საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

კონფერენციის მთავარი თემა იყო იმპერიების გავლენების და შედეგების განხილვა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის კონტექსტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასე უცხოელმა მკვლევრებმა, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, კატარიდან; კონფერენციაში მოხსენებით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები.

გლობალური სახელმწიფოების გავლენების და პოლიტიკის კვლევა აქტუალურ საკითხად მოიაზრება თანამედროვე მეცნიერებებში და აღნიშნული თემატიკა ეხმიანება თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს და ორიენტირებს.