ლუკა ხუციშვილი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა Deusto-ს ვირტუალური გაცვლის პროგრამაში.

ლუკა მონაწილეობს Deusto-ს ვირტუალურ გაცვლით პროგრამაში, რომელიც სემესტრის განმავლობაში ონლაინ ტარდება. ის გვიყვება თავის გამოცდილებაზე:
„მიუხედავად იმისა, რომ ის ვირტუალურია, ის მაინც იძლევა სრულ პროდუქტიულობას და საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ კურსებში. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან და საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სხვადასხვა ქვეყნიდან, ამიტომ ჯგუფები ძალიან მრავალფეროვანია.
თითქმის ყოველ კვირას ვატარებთ ჯგუფურ სამუშაოებს და ვიკრიბებით და ვმუშაობთ ერთად სხვადასხვა საინტერესო თემებზე
ამ სემესტრს არჩეული მაქვს საგანი, “შესავალი შეერთებული შტატების სამართალში” რომელიც ძალიან სასარგებლოა რეალურ ცხოვრებაში და მეხმარება ყოველდღიურ სიტუაციებში. “