ქ-ნმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო ათენის დასავლეთ ატიკას უნივერსიტეტის პერსონალის მობილურობის სწავლებისა და ტრენინგის პროგრამაში.

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და Erasmus + პროგრამის თანამშრომლობის შედეგად, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი ეკა დევიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ათენში, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნმა ეკამ გამართა ბერძენ კოლეგებთან შეხვედრა და უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის ლექციაც წაიკითხა. ასევე დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტებიც.