IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის II კურსის სტუდენტი კოჩა ჩანგელია აშშ-ში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების II კურსის სტუდენტი კოჩა ჩანგელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

პირველი გაცვლითი პროგრამით კოჩა აშშ-ში ბოსტონის უნივერსიტეტში English Access Micro-scholarship program – ის ფარგლებში CELOP for Fundamentals of Leadership პროგრამას გაივლის ორი კვირის განმავლობაში.

კოჩამ აგრეთვე გაიმარჯვა Global UGRAD-ის პროგრამაში და საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, შემოდგომის სემესტრში მილიკინის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ისწავლის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს კოჩას ამ წარმატებას და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს უსურვებს ბოსტონსა და მილიკინის უნივერსიტეტებში.