IBSU-მ მონაწილეობა მიიღო მე-11 მულტიდისციპლინურ ფორუმში ბათუმში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი მელიქ ალკანი, 1-2 სექტემბერს ბათუმში, მონაწილეობდა მე-11 მულტიდისციპლინურ ფორუმში, რომელსაც ორგანიზება გაუწია IBSU-ს პარტნიორმა იტალიიდან, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. IBSU-ს წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.