IBSU-მ ჰედერ ტატონ-ჰარისს უმასპინძლა

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ინგლისური ენის სპეციალისტს ჰედერ ტატონ-ჰარისს უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზებაში უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩო დაეხმარა.

ჰედერი არის სასწავლო გეგმისა და შეფასების მენეჯერი კარლოს როსარიოს საერთაშორისო საჯარო ქარტიის სკოლაში, ვაშინგტონში.

იგი შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და ჩაატარა სემინარი ELT საკლასო ოთახში რისკების მიღების სივრცის შექმნის თემაზე.

საჯარო ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, სტუდენტებს საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.