IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა

|

IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.  სტუდენტებმა ერთმანეთს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარეს. რამდენიმემ ნაციონალური კერძიც მოამზადა. ვახშმის შემდეგ სტუდენტებმა Kahoot-ი ითამაშეს და საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ კითხვებს უპასუხეს.