IBSU-მ უმასპინძლა HTW Dresden-ის დელეგაციას

IBSU-მ უმასპინძლა HTW Dresden-ის რექტორს, პროფ. კატრინ სალჩერტი, ინფორმატიკის ფაკულტეტის დეპარტამენტის კოორდინატორი, პროფ. მარიო ნოუგებაუერი და საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ჯულიან ტერპე.

გერმანელმა პროფესორებმა შეხვედრები გამართეს შზსუ-ის რექტორთან, პრორექტორებთან, დეკანებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კვლევითი პროექტებისა და ინოვაციების სამსახურის ხელმძღვანელთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

გერმანელი პროფესორების ვიზიტი იყო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, ასევე გაცვლით/კვლევით პროგრამებს.

IBSU უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს HTW Dresden-თან.