მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა.
წელს, ექვსმა ამერიკელმა განათლების ექსპერტმა კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები; აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას.