ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

IBSU-ს პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეორე კონფერენციაში, რომელიც ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების ანალიზს და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიმდინარე ცვლილებების განხილვას.