„ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის“ Institut für Hospitality დირექტორის სტუმრად იბსუში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ესტუმრა „ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის“ Institut für Hospitality დირექტორი, ბატონი გერალდ ვეტცელი; ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის საბაკალარო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, 10 კრედიტიანი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში გერმანიაში, საოჯახო სასტუმრო Familien Wellness Hotel Seeklause- ში 3 თვის განმავლობაში მენტორის თანხლებით სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში გაიარეს ანაზღაურებადი სტაჟირება და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.
„ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტი“ Institut für Hospitality სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს:
- გაირონ ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში;
- მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმების პროგრამაში და
- მიიღონ პროფესიული განათლება გერმანიაში;