გვანცა იჩქიტმა მონაწილეობა მიიღო კოზმინსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

გვანცა იჩქიტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, საბაკალავრო საფეხურის II კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მივიღე კოზმინსკის უნივერსიტეტის ორგანიზებით განხორციელებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „ სამართალი და ბიზნესი გლობალიზაციის სამყაროში“.
პროექტში მონაწილეობით შესაძლებლობა მქონდა 1 თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად დავსწრებოდი სამართლებრივ საკითხებზე ძალიან საინტერესო ლექციებს.
მინდა აღვნიშნო ის, რომ საზაფხულო სკოლა თეორიულ კომპონენტთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა. შესაბამისად, კურსის ფარგლებში, იბსუს სტუდენტებმა მონაწილეობა მივიღეთ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც ძალიან წარმატებულად შევძელით ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია.
ეს საზაფხულო სკოლა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა, რის შედეგადაც მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, რაც ჩემთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პიროვნული და კარიერული განვითარების გზაზე.