შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აშშ-ს ილინოისის შტატის (ქ.ჩიკაგო) უნივერსიტეტების ორი პროფესორი სტუმრობდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აშშ-ს ილინოისის შტატის (ქ.ჩიკაგო) უნივერსიტეტების ორი პროფესორი სტუმრობდა. დეპოლის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების დირექტორმა ჯოენ მარტინმა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ონლაინ სწავლების უპირატესობები გააცნო. ლოიოლას უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეპარტამენტის დირექტორი რიშელ როჯერსი კი ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების პედაგოგებს მულტიმედიის სწავლების უახლეს მეთოდებზე ესაუბრა. დღის მეორე ნახევარში, სტუმრებმა კონსულტაციები ჩაატარეს და „ციფრული მედიის და კომუნიკაციის“ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფს პროგრამის დახვეწის მიზნით რეკომენდაციები გაუწიეს. ვიზიტი განხორციელდა საქართველოში მედიაგანათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.