შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში ამავე ქვეყნის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში.
პირველი ღონისძიება, რომელსაც ვენამ უმასპინძლა მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის შემსწავლელი ჯგუფის (RSSC SG) მე-3 შეხვედრას და სახელმძღვანელო წიგნის პროექტის „ადამიანის უსაფრთხოების საფრთხეებისა და რისკების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდა: საუკეთესო პრაქტიკიდან სტრატეგიებამდე“ განხილვას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის სახელით პროფ. ჩიტაძემ წარმოადგინა ორი მოხსენება თემებზე: „საქართველოს მთავარი დემოგრაფიული პრობლემები და „მწვანე სამხრეთ კავკასია – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება“.
რეიხენაუში გაიმართა “პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის სასწავლო ჯგუფის 26-ე სამუშაო შეხვედრა “რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში”, სადაც უნივერსიტეტის სახელით ნიკა ჩიტაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე “სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული ახალი უსაფრთხოების გარემოს საგარეო ფაქტორები“.