“ციფრული მედია და კომუნიკაცია”სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ.დალი ოსეფაშვილი მონაწილეობდა ICA-ში (კომუნიკაციის საერთაშორსიო ასოციაცია)
პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (ICA, აშშ) კონფერენცია, სადაც მონაწილეობდა #IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი. კონფერენციის თემა იყო „ადამიანი, ტექნოლოგიები და გადასვლა“
დალი ოსეფაშვილმა გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების პანელზე წარადგინა საკუთარი კვლევის შედეგები, სახელწოდებით: „ციფრული მედიის როლი გარემოსდაცვით აქტივიზმში“. ის ასევე მონაწილეობდა ვორკშოპში, „ხელოვნური ინტელექტი და კონტენტის შექმნის სტრატეგიები“.