შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაშკენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, თამთა ცქიტიშვილმა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ სტუმრებს IBSU-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.