IBSU აცხადებს მიღებას ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაზე – VIRTUALLYEDU

|

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და შვედეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, აცხადებს მიღებას ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “VIRTUALLYEDU” (ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება). აღნიშნული Erasmus+ -ის დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის ძირითადი მისიაა ციფრული ცოდნის ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების გაღრმავება ახალგაზრდა სტუდენტებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის. მონაწილეებს ვირტუალური მობილობით შეეძლებათ, ცოდნა მიიღონ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში და ჩაერთონ ციფრულ ჰაკათონში.

ვირტუალურ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება საორიენტაციო შეხვედრა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ფორმატი: ვირტუალური, მოკლევადიანი ინტენსიური პროგრამა Zoom-ის პლატფორმაზე

ხანგრძლივობა: 70 საათი (30-სალექციო, 40 – დამოუკიდებელი საათი)

მონაწილეობის წინაპირობა: ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტის სტატუსის მქონე პირი

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს (7 ივლისამდე).

http://bit.ly/45S57ZJ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს ელ. ფოსტაზე: yuliia.kozhukivska@folkuniversitetet.se

გისურვებთ წარმატებას!