IBSU-ს სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილ კონკურსში და პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს.
IBSU-დან მონაწილეობდნენ ბარბარე ჯანჯალაშვილი, თეკლა მამაცაშვილი, ნინო ზაზაშვილი, მარიამ პერტაია და ლიზი ახალაია, რომლებიც ორ გუნდში გადანაწილდნენ.
კონკურსის მონაწილეებს უნდა გამოეხატათ თუ რა არის მათთვის ფრანკოფონია და შეესწავლათ ენა და კულტურა თამაშების გამოყენებით. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.