ბექა რაზმაძემ სწავლების პირველი სემესტრი გაატარა ცვიკაუს დასავლეთ საქსონის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები“ ფარგლებში.


#IBSU-მ მომცა საშუალება პროგრამის ნაწილი უცხოეთში – გერმანიაში გამევლო, რაც ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის იყო საინტერესო გამოცდილება, რადგან შვიდ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვეუფლებოდი პროფესიას, აგრეთვე ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ქვეყნის განათლებას, კულტურას, ტრადიციებს. ორმაგი ხარისხის დიპლომის სამაგისტრო პროგრამა კი კარგი შესაძლებლობაა ცოდნის არეალი გავაფართოვო და #IBSU-ს დიპლომის გარდა მივიღო ცვიკაუს უნივერსიტეტის დიპლომიც, რომელსაც გამოვიყენებ დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.”