რატი კერესელიძემ სწავლების პირველი სემესტრი გაატარა ცვიკაუს დასავლეთ საქსონის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები“ ფარგლებში.

“ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გატარება ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. სწავლების პერიოდში მონაწილეობა მივიღე როგორც სტუდენტურ შეჯიბრებებში, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე სემესტრს ვაგრძელებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დისტანციურად ვარ ჩართული ვართ სხვადასხვა შემეცნებით თუ სამეცნიერო პროექტში და ვაგრძელებ თანამშრომლობას, როგორც ლექტორებთან, ასევე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის თანაკურსელებთან.

კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ სამაგისტრო საფეხურზე სწავლების გადაწყვეტილების დროს ჩემი არჩევანი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე.“