სალომე ნებაძე – განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა კანარის კუნძულების Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში.

“კომფორტის ზონიდან გამოსვლა ახალი გამოცდილებების მისაღებად არავისთვის ყოფილა მარტივი. მაგრამ ზოგჯერ ამის გაკეთება აუცილებელია შენი მიზნებისა და ოცნებებისთვის, რომელთა მიღწევაც თავდაპირველად, შესაძლოა, შეუძლებლადაც კი მოგეჩვენოთ. როდესაც #IBSU-მ მომცა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიმეღო #Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში, მივხვდი, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. გამოვიყენე შანსი და ვერასოდეს დავივიწყებ იმ ცოდნას, უნარებს, ემოციებსა და მოგონებებს, რაც ამ პროგრამამ მომცა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება მარტივი ნამდვილად არ არის.

განაცხადის პროცესი იყო ხანგრძლივი და დამღლელი, მაგრამ ეს საბოლოო შედეგად ღირდა. ყველაფერთან ერთად #IBSU-ს პროფესიონალი გუნდი დამეხმარა, რომ გავმკლავებოდი ყველანაირ დაბრკოლებას. #IBSU-ს უდიდესი დამსახურებაა, რომ მე მივიღე ის არსებითი უნარ-ჩვევები, რაც მჭირდებოდა პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის. პროგრამა კი დამეხმარა ამ უნარების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

თავგადასავლებითა და სილამაზით სავსე კუნძულზე ცხოვრება არის და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რამაც თავი მაგრძნობინა ყველაზე გაბედულად და შეუჩერებელ ადამიანად, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ.”